Saturday, January 4, 2014

Lee Min Ho - ლი მინ ჰო


Lee Min Ho - ლი მინ ჰო - 이민호
დაბადების თარიღი: 1987 წლის 22 ივნისი
ფროფესია: მსახიობი, მოდელი
სიმაღლე: 187 სმ
წონა:  73 კგ
სისხლის ჯგუფი : A
სააგენტო: Star House Entertainment
ოჯახი: მშობლები და უფროსი და
ლი მინ ჰოს დებიუტი შედგა 2005 წელს


  დღეისთვის ლი მინ ჰო ძალიან ცნობილი მსახიობია კორეაში. სერიალები მისი მონაწილეობით სულაც არაა ბევრი, მაგრამ თითქმის ყველა დიდი პოპულარობთ სარგებლობს. მისი პირველი გაბრწყინება იყო სერიალი ბიჭები ყვავილებს მიღმა (Boys over Flowers), რომელიც 2009 წელს გამოვიდა.
 სერიალი მოგვითხრობს შინხვას სკოლაზე, რომელშიც მხოლოდ ელიტის წარმომადგენელთა შვილები სწავლობენ. სკოლაში მკაცრი წესები ბატონობს, რადგან მას მართავს ჯგუფი F4, რომლის ლიდერიც არის გუ ჯუნ პიო ( ლი მინ ჰო). მათი წესების დამრღვევს სასტიკად უსწორდებიან, ეს უკანასკნელები კი იძულებული ხდებიან სკოლიდან გაიქცნენ. F4- ყავს უამრავი ფანატი გოგონა, რადგან მისი წევრები გარეგნობას არ უჩივიან.
  სკოლაში სტიპენდიით გადადის - ჩან დი (პატარა ქიმწმენდის მფლობელების შვილი), რომლის სკოლაში გამოჩენით ყველაფერი იცვლება. ის ვერ აიტანს იმ სიტუაციას, რომელიც გუ ჯუნ პიოს ლიდერობითაა დამყარებული და მასთან შეწინააღმდეგებას იწყებს. იმის მაგივრად რომ ჯუნ პიოს გოგონა შეძულდეს,  F4-ის ლიდერს ის გულში უვარდება.




  2010 წელს ლი მინ ჰო გამოჩნდა სერიალში - პირადი უპირატესობა ( Personal Taste ). აქ ის ახალგაზრდა არქიტექტორის დიზაინერი - ჯინ ხო-ს როლს თამაშობს, რომელიც ცდილობს თავის საქმეში წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. ის ფარული განზრახვით გადადის პაკ გე ინის (ცნობილი არქიტექტორის ქალიშვილის) სახლში, რომელიც ოთახს აქირავებს. გე ინი მამაკაც მდგმურს იღებს, რადგან ის გეი ჰგონია. საბოლოოდ ერთი სახლის გაყოფა, მათი დაახლოების მიზეზი ხდება.




  2011 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ახალი სერიალი - ქალაქელი მონადირე (City Hunter).  ლი იუნ სონს 17 წელი ოქროს სამკუთხედში ( ტაივანი) იზრდებოდა, სადაც შეუსვენებლად ასწავლიდნენ საბრძოლო ხელოვნებას და იარაღის მოხმარებას. მხოლოდ ამ წლების შემდეგ მამობილისგან იგებს სიმართლეს თავისი ნამდვილი მშობლების შესახებ. წლების წინ იუნ სონის მამა, რომელიც სამრეთ კორეელი ჯარისკაცი იყო, საიდუმლო მისიით გაუშვეს ჩრდილოეთ კორეაში, თავის 21 თანამებრძოლთან ერთად. მისია პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა, თუმცა ის უკვე დაწყებული იყო. ქვეყნის ხუთმა მმართველმა გადაწყვიტეს ამ მისიის შესრულების დამამტკიცებელი სამხილების გაქრობა და მისიაზე 21 გაგზავნილის ლიკვიდაცია ბრძანეს, თუმცა ერთი გადარჩა. ეს იყო იუნ სონის მამის საუკეთესო მეგობარი, რომელიც სიკვდილის წინ მეგობარს შეპირდა, რომ მის ჩვილ ვაჟზე იზრუნებდა.
   ლი იუნ სონი გეგმავს შური იძიოს მამის მკვლელებზე და 27 წლის ასაკში ფიზიკურად და გონებრივად მომზადებული სამხრეთ კორეაში ბრუნდება, სადაც ყველა გზით უნდა მოახერხოს ამ ხუთეულზე შურისძიების აღსრულება.
  იუნ სონს არავინ უნდა შეუყვარდეს! მასთან დაახლოებული ყველა ადამიანი დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, თუმცა გვიანდება მაშინ, როცა მის ცხოვრებაში ჩნდება ახალგაზრდა კიმ ნა ნა.




  2012 - რწმენა (Faith).  სამეფო დაცვის კაპიტანი ჩხვე იონი (ლი მინ ჰო) გაივლის ზეციურ კარიბჭეში, რათა დალოცვილი ექიმი წამოიყვანოს დაჭრილი დედოფლის დასახმარებლად, რომლის მკურნალობა 1351 წელში შეუძებელია. 
  ზეცის მაგივრად კაპიტანი 2012 წელში ხვდება, საიდანაც ინ სუ - პლასტიკური ქირურგი ძალით მიყავს მეთოთხმეტე საუკუნეში. 
  ქირურგი ქალისთვის ძნელია ყველაფრის დაჯერება, მას უკან უნდა დაბრუნება, თუმცა კარიბჭე იკეტება და ის შუა საუკუნეებში იჭედება. 
  საბოლოოდ კაპიტანს და ექიმს ერთმანეთი უყვარდებათ. 
  შეეძლება ექიმს ყველაფერზე უარის თქმა სიყვარულის გამო? თუ მაინც გაჩნდება მათ სიყვარულში ბზარი - დროის და სივრცის სახით?




   2013 - მემკვიდრეები (The Heirs). ახლაგაზრდა კიმ ტანი ემპაერ გრუპის მემკვიდრეა. ის ყოველთვის თავისი ძმის ჩრდილში იმყოფება, რადგან მისგან განსხვავებით თვითონ უკანონო შვილია, რომელიც ძმამ ამერიკაში გააგზავნა საცხოვრებლლად, რადგან მასთან ახლოს ყოფნა აღარ შეეძლო. მან კონტაქტი გაწყვიტა საუკეთესო მეგობარ იონგ დო-სთან და მამამისის მოთხოვნით დაინიშნა თავის თანატოლ - რეიჩელ იუ-ზე, რომელიც მამის აზრით მისი დაბადების საიდუმლოს დაასამარებდა.
  ამერიკაში მარტი მცხოვრები კიმ ტანი არაფერს არ იკლებს და სრული ცხოვრებით ცხოვრობს. ერთ დღეს ის ლოს ანჯელესის პლაჟისპირა კაფესთან ხვდება ჩა ინ სანს - ლამაზ გოგონას რომელიც დის ქორწილში ჩამოვიდა სამხრეთ კორეიდან. ინ სანს უნდოდა დისთვის ფული ჩამოეტანა და მასთან დარჩენილიყო, თუმცა ქორწილი ტყუილი აღმოჩნდა. დამ ფული წაიღო და გგაუჩინარდა, ხოლო ინ სანი ქუჩაში დარჩა.
  კიმ ტანმა გოგონას ღამის გასათევი შესთავაზა და გოგონაც დათანხმდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. კიმ ტანი ხვდება, რომ გოგონა ძალიან მოსწონს, მაგრამ ეს უკანასკნელი სამხრეთ კორეაში უნდა დაბრუნდეს. კიმ ტანს არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე იფიქროს, სადაც მოსიყვარულე დედა, საცოლე, რომელიც არ უყვარს, ძალაუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები და მკაცრი ძმა ელოდებიან. არ დაგვავიწყდეს მტრად ქცეული ძმაკაცი, რომელთანაც საბოლოოდ სასიყვარულო სამკუთხედში ებმება.




რეკლამები ლი მინ ჰოს მონაწილეობით
















2 comments: