ისტორია ექიმ-ვამპირ პაკ ჯი სანზე (Ahn Jae Hyun), რომელიც არის ონკოლოგიური განყოფილების სიმპათიური და მდიდარი ხელმძღვანელი. მისი მშობლები ,,ვამპირის,, ვირუსით დაინფიცირდნენ. ბუნებრივად ჯი სანიც ვამპირი დაიბადა. ის ცდილობს სამედიცინო გამოკვლევების წარმოებით მიაგნოს გაადამიანების გზას და დაეხმაროს სხვებს.
იუ რი ტაც ( Koo Hye Sun) ექიმია და მუშაობს საავადმყოფოში, რომლის მფლობელიც ბიძამისია. ის არის განებივრებული და ქედმაღალი. ბავშვობაში ტყეში დაიკარგა, მაშინ ის პატარა ბიჭმა გადაარჩინა ( გასაგებია ვინ). გოგონას ეს შემთხვევა სამუდამოდ ჩარჩა მეხსიერებაში.
ლი ჯე უკიც ( Ji Jin Hee) ვამპირია, შეყვარებული მთავარ გმირ ქალზე. მდიდარი, იუმორის გრძნობით და ქარიზმით...მოკლედ რომ ვთქვათ ის იდეალურია.
დრამა ამ წლის 16 თებერვალს გამოდის
დრამა ამ წლის 16 თებერვალს გამოდის
No comments:
Post a Comment