Sunday, March 30, 2014

ფაქტები EXO-ზე


* EXO იყოფა ორ ჯგუფად EXO-M (ჩინური ნაწილი: კრისი(ჩინელი), ტაო(ჩინელი), ხიუმინი(კორეელი), ლუჰანი(ჩინელი), ჩენი(კორეელი) და ლეი(ჩინელი)) და EXO-K (კორეული ნაწილი: კაი(კორეელი), დიო(კორეელი), სეჰუნი(კორეელი), ბექიონი(კორეელი), ჩანიოლი(კორეელი) და სუჰო(კორეელი) )

* EXO-ს ბექიონი (BAEKHYUN) ვერ იტანს კიტრს. ერთხელ ბავშვობაში დედამ მას 5000 ვონი შეთავაზა კიტრის შეჭმის სანაცვლოდ, მაგრამ ბექიონმა კიტრი მაინც ვერ შეჭამა.

* ჩანიოლს (CHANYEOL) ძალიან უყვარს ცხოველები, მაგრამ ალერგიის გამო მათი მოფერება არ შეუძლია.

* ჯგუფის ყველაზე ძლიერი წევრია ხიუმინი (XIUMIN). ის ასევე ყველაზე უფროსიცაა.

* დიოს (D.O) ძალიან უყვარს მსახიობი ამანდა სეინფილდი. გოგონა ერთხელ კორეაშიც იყო ჩასული, სადაც ტელეგადაცემაში მიიწვიეს, წამყვანმა მას exo-ს ერთ-ერთი სიმღერის მცირე მონაკვეთი ამღერა. ალბათ დიოს ძალიან გაუხარდა :)))

* ჩენმა (CHEN) ერთხელ თქვა, რომ თუ ერთ საწოლზე მოუწევდა ჯგუფის რომელიმე წევრთან დაწოლა, ეს სეჰუნი (SEHUN) იქნებოდა, რადგან მას ძალიან მშვიდად სძინავს, ბექიონისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან ხმაურიანია და დაძინების წინ წკმუტუნებს :))



* ჯგუფში ყველაზე მაღალი ნოტის აწევა ხიუმინს შეუძლია, თუმცა მთავარ ვოკალისტებს ბექიონი და ჩენი წარმოადგენენ

* ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით ყველაზე სიმპათიურ წევრად სუჰო(SUHO) დასახელდა, მან ორი ხმა მიიღო :))

* ჩანიოლს დაბადების დღეზე კაიმ(KAI) და სეჰუნმა მაკიაჟის მოსაშორებელი კრემი, ბამბის დისკები და ჭურჭლის სარეცხი ხელთათმანი აჩუქეს. საერთო დანახარჯი - 7.100 ვონი. დაახლოებით 7 დოლარი.

* ცნობილია რომ ჯგუფის წევრებიდან ყველაზე ადრინდელ ასაკში პირველი კოცნა ჩენს და ბექიონს ქონდათ.

* სეჰუნი, კაი, ბექიონი და ჩანიოლი არიან SNSD-ს კლიპში TWINKLE.

* ჯგუფის საერთო სადებიუტო მუსიკალური ვიდეო არის GROWL.

* EXO-ს კაის საუკეთესო მეგობარი აიდოლი არის SHINEE-ს ტემინი(TAEMIN)


* დიო მეგობრობს BTOB-ს ჰიონსიკთან(HYUNSIK)

* EXO-M-ის მთავარ მოცეკვავეს - ლეის(LAY) ჭირს ჰემოფილია და ხშირად ავადმყოფობს ამის გამო :(

* კრისი(KRIS) SM-ს შეუერთდა კანადაში კერძოდ ვანკუვერში გავლილი ქასთინგის შემდეგ.

* როცა EXO შიშის ოთახში შეუშვეს ჯგუფის რამდენიმე წევრს ძალიან შეეშინდა, ხიუმინმა კი იმდენად სწრაფად გაიარა მთელი გზა, რომ ვერცერთმა ,,მოჩვენებამ'' სამალავიდან გამოსვლა და მისი შეშინება ვერ მოასწრო. გამოსული ხიუმინი გაკვირვებული უყურებდა წევრებს რომლებიც მანამდე კივილით აქცევდნენ იქაურობას :)) რაც შეეხება ჩენს, მან ყველა სამალავს თვითონ მიაგნო, აჩრდილებად გადაცმულ გადამღები ჯგუფის წევრებს დაელაპარაკა და თბილი პაკეტებიც დაურიგა.

* ლუჰანი(LUHAN) კარგად თამაშობს ფეხბურთს.

* კრისი ყოველთვის უხერხულ სიტუაციაში ებმება, როცა ცდილობს მაგარი გამოჩნდეს, ამის შედეგად დაიმსახურა ზედმეტსახელები: ,,SUPERMAN''  ,,CHICKEN IS NOT MY STYLE'' და ,,COLD GUY''

* ყველაზე მეტს კაი მეცადინეობს, რათა საკუთარი მოძრაობები სრულყოფილი გახადოს.

* ლუჰანს აქვს სიმაღლის შიში.

*ტაო(TAO) კორეულად კარგად ვერ ლაპარაკობს, რის გამოც ბექიონი მას ხშირად აჯავრებს. ისე არამარტო ტაოს :))


* როცა ჯგუფის წევრებს ჩანიოლის დაბადების დღის საჩუქარი უნდა ეყიდათ იუბილარი ვერ მოიშორეს და უთხრეს, რომ ერთმანეთისთვის ყიდულობდნენ ნივთებს. ჩანიოლმა კაი აირჩია...

* თავიდან კაის დიოსი ეშინოდა მისი უცნაური გამოხედვის გამო, მაგრამ ამ მკვლელ გამომეტყველებას საბოლოოდ ყველა შეეჩვია :)

* სესანგ ფანმა დიოს ქვედა საცვალი მოიპარა და ინტერნეტში გასაყიდად გამოაქვეყნა, საცვლის ბედი უცნობია...

* ტანსაცმლის მაღაზიაში შესვლისას ტაო კრისს სულ რაღაცის ყიდვას თხოვს.

* სუჰო ყოველთვის ზრუნავს თავისი ჯგუფის წევრებზე, როგორც ლიდერი. ლუჰანმა და კაიმ ერთხელ თამაში წააგეს და შუა ზამთარში ზღვაში მოუწიათ ჩახტომა. ლიდერმა მათ სოლიდარობა გაუწია და თვითონაც ჩახტა წყალში.


* ლეის ძალიან უნდა ბექიონის ბებიის სახლის მონახულება, რადგან თვითონაც ბებია-ბაბუის გაზრდილია.

* დიოს სულ თან დააქვს თავისი კბილის ჯაგრისი.

* კაის კუმირია მაიკლ ჯექსონი

* თამაშის დროს თუ კაი და ჩანიოლი ერთ გუნდში არიან ის გუნდი სულ იგებს.

* ჯგუფის წევრებს ერთხელ კითხეს, თუ ვიზე ფიქრობდნენ სცენაზე გასვლის წინ და ბექიონმა ლი სუმანი დაასახელა (smtown-ის დამაარსებელი და დირექტორი)


* 10 000 ვონის ფარგლებში ჯგუფის წევრებს ერთმანეთისთვის საახალწლო საჩუქრები უნდა ეყიდათ. მათ საკუთარი სახელი ფურცელზე დაწერეს და ერთმანეთში აურიეს. სახელის ამღები მისი პატრონისგან იღებდა საჩუქარს. ჩენს ბექიონი ამოუვიდა და, როცა საჩუქრის ყუთი გახსნა შიგნით  მისი სურათი დახვდა ზედ წარწერით ,,მე წამიყვანე'' 10 000 ვონი კი ბექიონის ჯიბეში წავიდა :))

* ჯგუფში ლაპარაკი ყოველთვის ჩანიოლს მიყავს,  გამრთობი ბექიონია, ყველაზე ჩუმი ხიუმინია და სუჰოს არასდროს არავინ არ უსმენს :)

* EXO-ს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სერიალ - TO THE BEAUTIFUL YOU-ს ფოტოსესიაში, რათა პოსტერზე ხალხმრავლობა შეექმნათ....

* კრისის ოცნება კოსმოსში მოგზაურობაა...

* მელოდრამა - Number 7 Room's Gift-ის ყურების დროს მთელი EXO ტიროდა. ლეის ეძინა.



* წევრების თქმით ჩენი აქლემს გავს, ხოლო ჩანიოლი იოდას ვარსკვლავური ომებიდან.

* GROWL-ში სიტყვა- SEXY-ს ამბობს სუჰო...

* ყველაზე დიდხანს მაღალი ნოტის გაწელვა ლუჰანს შეუძლია exo-ში

* სუჰომ ითამაშა სერიალ - მე და პრემიერმინისტრის ორ სერიაში.


ძალიან ველოდები მათ დაბრუნებას სცენაზე, იმედია SM მალე შეგვატყობინებს ზუსტ თარიღს <3


No comments:

Post a Comment