Friday, April 18, 2014

,,სევოლი'' XXI საუკუნის ყველაზე დიდი საზღვაო კატასტროფა

   16 აპრილს სამხრეთ კორეაში, კერძოდ მის სამხრეთ- დასავლეთით ყვითელ ზღვაში, ჩაიძირა სამგზავრო გემი ,,სევოლი'', რომელზეც 477 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან 325 უმაღლესი სკოლის მოსწავლე იყო. ასაკი 16-17 წელი. მოხერხდა მხოლოდ 179 ადამიანის გადარჩენა. 


  როგორც ცნობილია გემი პორტ ინჩონიდან კუნძულ ჯეჯუსკენ მიემართებოდა. ინჩონიდან 15 აპრილს 21:00 საათზე გასულმა გემმა განგაშის სიგნალი 16 აპრილს 08:58-ზე გააგზავნა. გემი რიფებს გამოედო და ნელ-ნელა ამობრუნება დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგულების გადარჩენის შანსი ნულის ტოლია...
  გადარჩენილების თქმით, ბევრ სამხრეთ კორეელ მოსწავლეს გადარჩენის შანსი არ მისცემია, რადგან ეკიპაჟმა კაიუტებში დაბრუნება უბრძანა მათ განგაშის სიგნალის მიუხედავად.  სამხრეთ კორეულ სკოლებში ისეთი აღზრდის მეთოდები მუშაობს, რომლებიც ბავშვს აიძულებს დაემორჩილოს უფროსს. მხოლოდ ნაკლებად დისციპლინირებულებმა სცადეს ილუმინატორის შუშებიის დამტვრევა გასაძრომად, მაგრამ შუშები ზემეტად მყარი აღმოჩნდა.
 ნაპოვნი დაღუპულები: 20 წლის გოგონა, რომელიც გემზე მუშაობდა, სამი უფროსკლასელი,  ორი მასწავლებელი, ორი 18 წლის სტუდენტი და კიდევ ერთი გემის გემის მგზავრი.
     დაკარგულებში ირიცხება ერთი რუსი სტუდენტი.
     ერთ-ერთმა გადარჩენილმა თქვა: ,, ყველა ცდილობდა მოჭიდებას, მაგრამ დახრის კუთხე იმდენნად დიდი იყო, იატაკი სრიალებდა და საბოლოოდ ყველა ძირს ვარდებოდა''
    ,,ძალიან ბევრნი იყვნენ, ყველას ვერ მივეხმარებოდი, ქვემოთ ჩასვლაც კი არ ჩემეძლო, რადგან გემი წყალლქვეშ მიდიოდა და ყველაფერი სულ უფრო უარესდებოდა'' - ამბობს მუკი.
     გემის რადიო ჩაძირვის ბოლომდე ერთი და იგივეს იმეორებდა ,,დარჩით ადგილებზე, არსად არ წახვიდეთ'' ,,ეს მეორდებოდა ისევ და ისევ''. მგზავრებმა კაიუტებში 30-40 წუთი გაატარეს სამაშველო ჟილეტებში ჩაცმულებმა მერე კი გემმა ჩაძირვა დაიწყო.
 ,,ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებოდით, ნუთუ არ შეგვიძლია, რომ ჩვენ თავს თვითონვე ვუშველოთ?, მაგრამ შიდა ხაზი აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ მაშველები 10 წუტში მოვიდოდნენ'' 
 ,,მეტი გადარჩებოდა, ჩვენთვის რომ უფრო ადრე ეთქვათ კაიუტებიდან გამოვსულიყავით"
     60 წლის გემის კაპიტანი, რომელსაც პირველ რიგში ადანაშაულებენ თქვა: ,,ძალიან ვწუხვარ და ძალიან მცხვენია, არ ვიცი რა ვთქვა'' ის თავს ჟილეტის ქვეშ მალავდა.
   წყლის ტემპერატურა 12 გრადუსი იყო, ამიტომ წყალში აღმოჩენილი უკვე საათნახევარში სასიკვდილოდ იყო განწირული.
      ,, სევოლი'' 146 მეტრიანი გემი, რომელზეც 900 კაცი თავსდებოდა.  მგზავრობა 14 საათიანი უნდა ყოფილიყო და კუნძულ ჯეჯუზე დასრულებულიყო. კუნძული ძალიან პოპულარულია სამხრეთ კორეაში, ამიტომ სტუდენტები და მოსწავლეები აქ არდადეგებზე და საექსკურსიოდ მოდიოდნენ.


დაკარგულების ახლობლებს გემის ჩაძირვის დროს შეტყობინებები მოსდიოდათ. 

,,მიყვარხარ დედა'',,მგონი მოვკვდები''

  ,,გწერ ამას, იმიტომ რომ არ ვიცი ამის შანსი კიდევ თუ მომეცემა, მიყვარხარ დედა''- დაწერა შინ იან ჯინმა. დედამ თავიდამ მისწერა ,,რატომ?'' მან არ იცოდა კატასტროფის შესახებ. ცოტახანში კი გააგზავნა კიდევ ერთი შეტყობინება ,,მეც მიყვარხარ შვილო'' საბედნიეროდ მოსწავლე ახლა გადარჩენილებს შორის ირიცხება.

  ჯი იუნმა ბებიას დაურეკა ,, მგონი მოვკვდები...გემი იძირება, ვეჭიდები...'' კავშირი გაწყდა. ბებიამ ისევ დარეკა და ყურმილში გოგონამ თქვა ,, უნდა წავიდე'' ტელეფონი გაითიშა. ბებია ამბობს ,, ორი დღით ადრე მან ჩვენ გვითხრა, რომ არ უნდოდა ექსკურსიაზე წასვლა, მე და მშობლებმა დავარწმუნეთ, რომ ინანებდა ამას...ახლა ჩვენ ვნანობთ. ეს არ უნდა გვექნა''

  16 წლის კიმ იუნ კი თავის ძმას ,, გემი 45 გრადუსით გადაიხარა, ჩემი მობილური ცუდად მუშაობს'' ძმამ მიწერა არ ენერვიულა. მალე მაშველებიც მივიდოდნენ, მაგრამ ახლა იუნ კი დაკარგულებში ირიცხება.

  ერთი გოგონას მამამ თქვა ,, შვლიმა დამირეკა, მან თქვა, რომ გემი გვერდულად ირება და ვერაფერს ხედავს, ჯერ ჟილეტი არ მოუციათო...შემდეგ ტელეფონი გაჩუმდა''

 18 წლის მოსწავლე შინი მამას წერს ,,მამა არ ინერვიულო, სამაშველო ჟილეტი მაცვია და სხვა გოგოებთან ვარ, გემის შიგნით კორიდორში ვართ'' გაგიჟებული მამა ცდილობდა რჩევა მიეცა როგორ გაეღწია შვილს გემიდან , მაგრამ გვიანი იყო. ,, მამა არ შემიძლია, ძალიან ძლიერადაა დახრილი, ბევრი ხალხია...'' ეს მისი ბოლო შეტყობინება იყო.


გმირები, რომლებმაც სხვების გადასარჩენად თავი გაწირეს.




No comments:

Post a Comment